Accentnews.ge
ლევან სანიკიძე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა

ლევან სანიკიძე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა

30/04/2025 14:56:23 პოლიტიკა, საზოგადოება

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა.

„გააერთიანეს ორი საქმე, ორივე არის დაახლოებით ერთნაირი შინაარსის. მედავებიან რუსთაველის გამზირზე დგომას და გადაკეტვას: 30 იანვრის და 1 თებერვლის ორი ეპიზოდია. დღევანდელი გადაწყვეტილებით მათ გააერთიანეს ჯარიმები და 10 ათასი ლარის ნაცვლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 5 ათასი ლარით დავეჯარიმებინე",- თქვა სანიკიძემ და დასძინა, რომ არ აპირებს ჯარიმის გადახდას, ვინაიდან თვლის, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

" თავად სანქცირებულმა მოსამართლემ ჩაიდინა უსამართლობა! დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში დადგება დრო, როცა სასამართლოს ამ შენობაში იქნება სამართალი და რუსთაველის გამზირზე აღარ მოგვიწევს ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. დღესაც კვლავინდებურად ვიქნები რუსთაველის გამზირზე და დღევანდელ ეპიზოდზეც ერთი-ორი თვის შემდეგ დამიბარებენ სასამართლოში“, - თქვა სანიკიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S