
სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახური: ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის არმიის დასახმარებლად გაგზავნილი სამხედრო კონტინგენტიდან 4700–ზე მეტი პირი დაიღუპა და დაიჭრა
30/04/2025 15:14:11 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის არმიის დასახმარებლად გაგზავნილი სამხედრო კონტინგენტიდან 4700–ზე მეტი პირი დაიღუპა და დაიჭრა, - იუწყება სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის მიერ დღეს, 30 აპრილს გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში 4700–ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროდან 600-მდე პირი დაიღუპა.
სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ფხენიანმა რუსეთის არმიის დასახმარებლად კურსკის ოლქში საერთო ჯამში, 15 000 სამხედრო გაგზავნა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S