Accentnews.ge
შსს: ჭიათურაში CMC-ის მონიტორინგის პარალელურად, მობილიზებული იქნება პოლიცია

შსს: ჭიათურაში CMC-ის მონიტორინგის პარალელურად, მობილიზებული იქნება პოლიცია

30/04/2025 09:49:56 რეგიონები

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ 30 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მიერ მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლისთვის მონიტორინგის განხორციელების პარალელურად, „მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით“, შსს-ს წარმომადგენლები იქნებიან მობილიზებული.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აცხადებენ შსს-ში.

ხვალ ჭიათურაში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 აპრილს ჭიათურაში, საპროტესტო აქციის მონაწილეები დაკავა. უწყების ინფორმაციით, 4 პირი შუქრუთის მაღაროს დირექტორის თენგიზ კობერიძესთან დაპირისპირების გამო, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით, მათ თავისუფლების 6 წლის ვადით აღკვეთა ემუქრებათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S