Accentnews.ge
თავს დაესხნენ რუსულ ქარხანას, რომელიც სამხედრო-საზღვაო ფლოტის და ავიაციის დაკვეთებს ასრულებს

თავს დაესხნენ რუსულ ქარხანას, რომელიც სამხედრო-საზღვაო ფლოტის და ავიაციის დაკვეთებს ასრულებს

30/04/2025 10:57:50 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ დრონებით შეტევას რუსეთის ვლადიმირის ოლქის ქალაქ მურომში მდებარე ქარხანაზე, რომელიც სამხედრო-საზღვაო ფლოტის და ავიაციის დაკვეთებს ასრულებს.

როგორც უკრაინული მედია წერს უსაფრთხოების სამსახურში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, გასულ ღამით ე.წ. დამრტყმელი დრონებით შეუტიეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოს, მურომის ინსტრუმენტულ ქარხანას, სადაც ხუთი აფეთქება იყო და წინასწარი მონაცემებით, ორი შენობა განადგურდა.

პირველი ცნობა „მურომში, საწარმოში მსხვილი ხანძრის" შესახებ ვლადიმირის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ავდეევის ტელეგრამ-არხზე 30 აპრილს, დილის შვიდის ნახევრისთვის გამოქვეყნდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ავდეევმა დაწერა, რომ საწარმოს საწყობში ხანძრის მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატების „ჩამოვარდნაა", თუმცა საწარმო არ დაუკონკრეტებია. ტელეგრამ-არხი ASRTA წერს, რომ ეს საწარმო მურომის ინსტრუმენტული ქარხანაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ვლადიმირის ოლქში გაანადგურეს სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S