
ჯაფარიძე/ქევანიშვილის კლინიკა: ჩვენი კლინიკიდან უსაფრთხოების მიზნით ყველა პაციენტი და თანამშრომელი ევაკუირებულია
30/04/2025 07:41:37 საზოგადოება
ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო ჯაფარიძე/ქევანიშვილის კლინიკიდანაც ევაკუირებულია ყველა პაციენტი. ამის შესახებ განცხადებას კლინიკა ავრცელებს.
"მეგობრებო, მოგახსენებთ რომ, ჩვენი კლინიკიდან უსაფრთხოების მიზნით ყველა პაციენტი და თანამშრომელი ევაკუირებულია. ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა კვლავ რჩება დაკვამლიანება. დღეს მიღება არ გვექნება. ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ", - წერია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
"მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია", – განაცხადა სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021