
ლოს-ანჯელესში საქართველოს 47 წლის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს
29/04/2025 08:50:54 საზოგადოება
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს 47 წლის მოქალაქის, ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს.
პოლიციის ინფორმაციით, მოდებაძის სახლში შაბათს, დღის პირველ საათამდე გამოძახებაზე მივიდნენ, სადაც იგი თავის ტრავმით იპოვეს, მოდებაძე ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დეტექტივებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ თავდამსხმელები მოდებაძის სახლში შევიდნენ, თავს დაესხნენ, ტყვედ აიყვანეს და მისი ქონება მოიპარეს.
მკვლელობის ბრალდებით 38 წლის პაატა კოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკი ხუციშვილი შაბათს, გვიან ღამით დააკავეს.
მათ ბრალი წაუყენეს და თითოეულს 2 მილიონი დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021