Accentnews.ge
ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლებმა მისი საცხოვრებელი სახლი დატოვეს

ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლებმა მისი საცხოვრებელი სახლი დატოვეს

29/04/2025 06:55:55 სამართალი

„ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებმა მისი საცხოვრებელი სახლი დატოვეს, სადაც პროკურატურა ჩხრეკას ატარებდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი მის საცხოვრებელ სახლში სუს-ის თანამშრომლების გამოჩენას აპროტესტებდა და მოითხოვდა მათ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ სახლი.

„სუსი გავიდა სახლიდან, სახლი თავისუფალია. ასე წავლენ „ქოცებიც“. ახლა დაიწყეს სახლის ჩხრეკა“, - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში უკვე იმყოფებიან მისი ადვოკატები.

ჟორჟოლიანის საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია პოლიცია.

დღეს, 29 აპრილის დილას საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტტიშვილის და აქტივისიტის მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ ბინებშიც.

ცნობისთვის: „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრულის საქმის ფარგლებში მიმდინარე წლის 17 მარტს, პროკურატურის მოთხოვნით, მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. „ფონდების“ მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა, მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ 17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S