
ლინდსი გრემი: სენატი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დასაწესებლად
27/04/2025 11:44:26 მსოფლიო
ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებით, სენატი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დასაწესებლად.
ასე გამოეხმაურა სენატორი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუშინდელ განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ საბანკო ან მეორადი სანქციების შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით.
„ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის გულმოდგინე მუშაობას უკრაინაში პუტინის მიერ დაწყებული ბარბაროსული საომარი ინტერვენციის დასასრულებლად პატიოსანი და სამართლიანი გზით. პუტინის რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად მაქვს ორპარტიული კანონმდებლობა 60-მდე თანასპონსორით, რომელიც დააწესებს მეორად ტარიფებს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს ან სხვა პროდუქტს ყიდულობს. სენატი მზად არის, ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯი და ამას აბსოლუტური უმრავლესობით გააკეთებს, თუ რუსეთი არ მიიღებს პატიოსან, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს ლინდსი გრემი სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის: აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალრ ქსელში დაწერა, რომ პუტინის ბოლო იერიშები უკრაინის დასახლებებზე აფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას არ სურს ომის დასრულება და საჭიროა მასთან სხვანაირი მოპყრობა „საბანკო“ ან „მეორადი სანქციების“ გზით.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021