Accentnews.ge
ტრამპი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასირებულ შეტევას ეხმიანება და პუტინს მიმართავს: ვლადიმირ, შეჩერდი!

ტრამპი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასირებულ შეტევას ეხმიანება და პუტინს მიმართავს: ვლადიმირ, შეჩერდი!

24/04/2025 14:12:24 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასირებულ შეტევას ეხმიანება და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს მიმართავს.

„კიევზე რუსეთის დარტყმებით უკმაყოფილო ვარ. ამის საჭიროება არ არის და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, შეჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება. მოდი, სამშვიდობო შეთანხმება დავასრულოთ“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

რუსეთმა 24 აპრილის ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტების გამოყენებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანა, რომლის შედეგად, დედაქალაქ კიევში 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 80-მდე პირი.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 215 რაკეტითა და უპილოტო საფრენი აპარატით. მისივე ცნობით, მთავარი სამიზნე კიევი იყო. კიევში ყველაზე მეტად დაზარალდა სვიატოშინსკის რაიონი, სადაც სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეულია მრავალბინიანი სახლი და დაზიანებულია ახლომდებარე შენობები. მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც.

რუსეთმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის გამომწვევი მასირებული შეტევის შემდეგ განაცხადა, რომ სამხედრო მრეწველობის ობიექტებს დაარტყა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 24 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ღამით შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღით და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს უკრაინის საავიაციო, სარაკეტო-კოსმოსურ, მანქანათმშენებელ და ჯავშანსატანკო საწარმოებს და დარტყმის მიზნები მიღწეულია“.

რუსეთის თავდაცვის უწყება არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.

25 აპრილი უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S