Accentnews.ge
ქაშმირში ტერაქტის შემდეგ ინდოეთი პაკისტანთან დიპლომატიურ კავშირებს ამცირებს

ქაშმირში ტერაქტის შემდეგ ინდოეთი პაკისტანთან დიპლომატიურ კავშირებს ამცირებს

24/04/2025 06:36:01 მსოფლიო

ჯამუსა და ქაშმირში 30-მდე ადამიანის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპვის შემდეგ ინდოეთი, რომელიც ოფიციალურ ისლამაბადს თავდასხმაში მონაწილეობაში სდებს ბრალს, პაკისტანთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ამცირებს.

23 აპრილს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მთავრობის სხდომა გამართა, რასაც მოჰყვა არაერთი ნაბიჯი, მათ შორის, სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება.

ინდოეთის საგარეო მდივანმა ვიკრამ მისრიმ ასევე განაცხადა, რომ ნიუ-დელი აჩერებს „ინდის წყლის შეთანხმებაში“ მონაწილეობას. ეს არის 1960 წელს ორ ქვეყანას შორის მსოფლიო ბანკის შუამავლობით წყალთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება, რომელიც პაკისტანს რამდენიმე მდინარის წყლების გამოყენების უფლებას აძლევს.

გარდა ამისა, ნიუ-დელიში პაკისტანის უმაღლესი კომისიის - დიპლომატიური მისიის, იგივე საელჩოს - თავდაცვის მრჩეველი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

ამასთან, ორ ქვეყანას შორის მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაუყოვნებლივ იკეტება და პაკისტანის მოქალაქეები სპეციალური ვიზებით ინდოეთში მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ.

ცნობისთვის: 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ნაკლებად ცნობილმა სამხედრო დაჯგუფებამ სახელწოდებით „ქაშმირის წინააღმდეგობა“ აიღო.

მათ სოციალური მედიით გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ "85 000-ზე მეტი გარედან ჩამოსული დასახლდა რეგიონში, რამაც გამოიწვია „დემოგრაფიული ცვლილება“.

ინდოეთის სადაზვერვო სამსახურები ამბობენ, რომ „ქაშმირის წინააღმდეგობა“, ასევე ცნობილია, როგორც „წინააღმდეგობის ფრონტი“, რომელიც "ემსახურება პაკისტანში დაფუძნებული მილიტარისტული, ტერორისტული ორგანიზაციების ინტერესებს, როგორიცაა, მაგალითად, „ლაშქარ-ე-თაიბა“. ინდოეთის გარდა, „ლაშქარ-ე-თაიბას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, რუსეთი, იაპონია, ისრაელი, ევროკავშირი და გაეროს უშიშროების საბჭო.

პაკისტანი ქაშმირში „მილიტარისტული ძალადობის მხარდაჭერას“ უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S