Accentnews.ge
რაკეტებით და დრონებით უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიშის შესახებ იუწყებიან: "კიევში დაღუპულია, სულ მცირე, 9 ადამიანი"

რაკეტებით და დრონებით უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიშის შესახებ იუწყებიან: "კიევში დაღუპულია, სულ მცირე, 9 ადამიანი"

24/04/2025 06:20:24 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანა.

უკრაინის დედაქალაქ კიევში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა.

უკრაინული მხარის ცნობით, 24 აპრილს, შუაღამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა კიევზე იერიში რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს.

წინასწარი მონაცემები მსხვერპლის შესახებ დილის შვიდი საათისთვის გამოაქვეყნა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. მისი ინფორმაციით, 63 დაშავებულიდან ჰოსპიტალიზებულია 42 პირი, მათ შორის 6 ბავშვია.

მაშველები სახლების ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას განაგრძობენ.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს ქალაქ ხარკოვსაც. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა ორი ადამიანი. დაზიანებულია კერძო და მრავალბინიანი სახლები.

გარდა ამისა, დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ცნობით, ქალაქ პავლოგრადში სარაკეტო დარტყმა იყო საწარმოზე. კონკრეტული საწარმო ადმინისტრაციას არ დაუსახელებია. მისივე ცნობით, მსხვერპლი არ არის.

უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად კიევსა და ჟიტომირში დაიჭრა რკინიგზის ორი თანამშრომელი. სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანებულია კიევის და ხარკოვის ოლქებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S