Accentnews.ge
უკრაინელებმა თათრეთში დრონების საწარმოზე მიიტანეს იერიში

უკრაინელებმა თათრეთში დრონების საწარმოზე მიიტანეს იერიში

23/04/2025 12:44:21 მსოფლიო

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს თათრეთში, ქალაქ იელაბუგაში მდებარე "შაჰედის" ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონების საწარმოზე.

თავდასხმის ამსახველი ვიდეოები ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება. პირველი ცნობების მიხედვით, ჩამოგდებულია 4 დრონი. თუმცა ქალაქის მერისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობების მიხედვით, ჩამოაგდეს 1 დრონი. ამავე ინფორმაციით, არ არიან დაშავებულები და არ ყოფილა დაზიანება.

თავდასხმის გამო ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტების მუშაობა დროებით შეჩერებული იყო.

პირველად თათრეთში დრონების საწარმოზე იერიში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა 2024 წლის აპრილში მიიტანეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უკრაინულმა დრონებმა 1 200 კილომეტრზე გრძელი მანძილი დაფარეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S