
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
23/04/2025 06:35:57 საზოგადოება
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ორივე ადგილზე დაიღუპა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.