
დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსულმა ძალებმა მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, დაღუპულია 9 ადამიანი
23/04/2025 06:09:14 მსოფლიო
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი აცხადებს, რომ რუსებმა ოლქის ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს.
მისი ცნობით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა.
ლისაკის განცხადებით, ავტობუსით ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ.
როგორც იგი აღნიშნავს, წინასწარი მონაცემებით, რუსებმა თავდასხმის დროს ე.წ. კამიკაძე დრონი გამოიყენეს.
მისივე თქმით, ბოლო ცნობებით, თავდასხმის დროს 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.