Accentnews.ge
მოსკოვიდან 90კმ–ში მდებარე კირჟაჩაში, სამხედრო ნაწილში საბრძოლო მასალები მეორე დღეა, იწვის

მოსკოვიდან 90კმ–ში მდებარე კირჟაჩაში, სამხედრო ნაწილში საბრძოლო მასალები მეორე დღეა, იწვის

23/04/2025 05:49:34 მსოფლიო

მეორე დღეა, რუსეთის ვლადიმირის ოლქის კირჟაჩის რაიონში მდებარე სამხედრო ნაწილში საბრძოლო მასალები იწვის.

სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალების აფეთქებების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სამხედრო ნაწილთან მდებარე დასახლებული ტერიტორიიდან ევაკუირებულია ასეულობით ადამიანი.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 51-ე არსენალი ამ რაიონში მდებარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პირველი აფეთქება 22 აპრილს, საღამოს მოხდა, რასაც საწყობებში დაცული საბრძოლო მასალების დეტონაცია მოჰყვა.

ვლადიმირის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ავდეევი აცხადებს, რომ მომხდარის გამო დაშავდა ოთხი ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, აფეთქება უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.

კირჟაჩი მოსკოვიდან 90 კილომეტრში მდებარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S