Accentnews.ge
აშშ-ის სასამართლომ „ამერიკის ხმის“ დახურვა დაბლოკა

აშშ-ის სასამართლომ „ამერიკის ხმის“ დახურვა დაბლოკა

22/04/2025 20:13:58 მსოფლიო

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ სამშაბათს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, შეწყვიტოს მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიების - "ამერიკის ხმის", რადიო თავისუფალი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსლების - დახურვასთან დაკავშირებული ძალისხმევა.

აშშ-ის ოლქის მოსამართლე როის ლამბერტის მითითებით, ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა „გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი“ თანამშრომლებისა და კონტრაქტორების პოზიციებზე დასაბრუნებლად და მაუწყებლობის გასაახლებლად.

მარტში ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ მორალესმა და სპეციალურმა მრჩეველმა კერი ლეიკმა იძულებით შვებულებაში გაუშვეს 1300-ზე მეტი თანამშრომელი და დაფინანსება შეუწყვიტეს რამდენიმე მედიაორგანიზაციას. საპასუხოდ თანამშრომლებმა და კონტრაქტორებმა ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ეს ქმედება არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას და კანონებს, რომელთა მეშვეობით აშშ-ის კონგრესმა ავტორიზაცია გასცა და აფინანსებდა „ამერიკის ხმას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S