Accentnews.ge
ზელენსკი: კიევი არასოდეს აღიარებს რუსეთის იურისდიქციას ყირიმზე

ზელენსკი: კიევი არასოდეს აღიარებს რუსეთის იურისდიქციას ყირიმზე

22/04/2025 19:51:01 მსოფლიო

კიევი არ ცნობს რუსეთის იურისდიქციას ყირიმზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში, უკრაინის დელეგაციის ამერიკულ და ევროპულ დელეგაციებთან შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს არის ჩვენი ტერიტორია, უკრაინის ხალხის ტერიტორია. აქ სალაპარაკო არაფერია - ეს ჩვენი კონსტიტუციის მიღმაა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ყირიმის და რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა ტერიტორიების სტატუსის განხილვა მხოლოდ ომის გახანგრძლივებას იწვევს.

ინფორმაციას გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასიც.

კალასის თქმით, ეს იქნება შეცდომა ვაშინგტონის მხრიდან. "ამ შემთხვევაში, რუსეთი მიიღებს იმას რაც სურს". – ამბობს ევროკავშირის დიპლომატი.

"ყირიმი არის უკრაინა. მათთვის ვინც ოკუპირებულია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის (ყირიმი) არ აღიარონ რუსეთად", – დაამატა კალასმა.

მანამდე The Washington Post-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ 23 აპრილს ლონდონში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაცია მიიღებს წინადადებას შეერთებული შტატებისგან ანექსირებული ყირიმის რუსულად აღიარების და ფრონტის ხაზის გაყინვის შესახებ. Bloomberg-მა და The Wall Street Journal-მაც იგივე ცნობა გაავრცელეს გასულ კვირას.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი, რომელიც ამჟამად რუსული არმიის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მხოლოდ უკრაინა შეიძლება იყოს. ასე გამოეხმაურა ზელენსკი მედიის ცნობებს ატომური ელექტროსადგურის კონტროლის შესახებ შეერთებული შტატების წინადადებაზე.

წინასწარი ინფორმაციით, ხვალ ლონდონში გამართულ მოლაპარაკებებს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები დაესწრებიან. უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, როგორც უკრაინული პრესის წყაროები იუწყებიან, შედიან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი იერმაკი, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ანდრეი სიბიჰა და პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე პავლო პალისა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S