Accentnews.ge
აღდგომის ღამეს დაკავებულ ერთ-ერთ დემონსტრანტს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

აღდგომის ღამეს დაკავებულ ერთ-ერთ დემონსტრანტს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

22/04/2025 19:36:48 პოლიტიკა, საზოგადოება

აღდგომის ღამეს, კვირას, 20 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაკავებულ ერთ-ერთ დემონსტრანტს გიორგი ორთოიძეს, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ნათია ბუკია ავრცელებს.

„5 დღე მიუსაჯეს ჩემს უპატიოსნეს და უწესიერეს ქმარს ტროტუარზე დგომისთვის“, - წერს ნათია ბუკია ფეისბუქზე.

გიორგი ორთოიძე და კიდევ ერთი დემონსტრანტი, მიხეილ სამხარაძე, 20 აპრილს, გვიან ღამით დააკავეს, როდესაც საპროტესტო აქცია დიდი ხნის დაწყებული და გზა გადაკეტილი იყო.

სამხარაძის თქმით, რომელმაც იზოლატორი დატოვა, პოლიციის ბრძანება შეასრულა და გზის სავალი ნაწილი დატოვა, თუმცა ტროტუარზე დააკავეს.

"მოწოდება რაც იყო, რომ დაგვეტოვებინა გზის სავალი ნაწილი, დავტოვეთ სავალი ნაწილი, ბასლაინის მიღმა ვიყავი გადასული, ბორდიურთან, როდესაც მოვიდნენ პოლიციელები და მაგას ვუხსნიდი ზუსტად, უბრალოდ ვუხსნიდი, რომ "ბასლაინის მიღმა ვარ გადასული და რუსთაველის გამზირი დატოვებული მაქვს". შემდეგ სხვა პოლიციელი მოვარდა, ჯერ ხელი გვკრა რამდენჯერმე და შემდეგ გასცა დაკავების ბრძანება. [...] დაუმორჩილებლობა რაში გამოიხატებოდა ვერ ვხვდები, ბრძანება რაც იყო, იმას დავემორჩილეთ". - უთხრა სამხარაძემ ტვ პირველის ჟურნალისტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S