
შვედეთი, ლიეტუვა, ნორვეგია, და ფინეთი ასეულობით საბრძოლო მანქანას ერთობლივად შეიძენენ
22/04/2025 13:53:42 ევროპა, მსოფლიო
შვედეთი ლიეტუვასთან, ნორვეგიასთან და ფინეთთან ერთად განიხილავს BAE Systems-ის CV90 ქვეითთა საბრძოლო მანქანების კოორდინირებულ შეძენას. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.
ლიეტუველ კოლეგასთან გინტაუტას პალუკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ქვეყნებმა განიხილეს "რამდენიმე ასეული" CV90-ის შეძენას.
„ერთობლივი შესყიდვები დააჩქარებს მიწოდებას, შეამცირებს ხარჯებს და სარგებელს მოუტანს ჩვენს სამხედრო- ინდუსტრიულ კავშირებს“, - თქვა კრისტერსონმა.
მისი თქმით, მხარეები ამ დროისთვის ამზადებენ განზრახვის შესახებ განცხადებას თანამშრომლობის თაობაზე.
CV90 იწარმოება ბრიტანული BAE Systems-ის შვედური შვილობილი კომპანიის მიერ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021