
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი გაქურდეს
22/04/2025 13:23:31 მსოფლიო
კვირას ღამით, ვაშინგტონის ცენტრში, Capital Burger-ის რესტორანში ვახშმობის დროს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი კრისტი ნოემი გაქურდეს. ამის შესახებ CNN იტყობინება.
ინციდენტი თავად ნოემმა დაადასტურა თეთრ სახლში სააღდგომო ღონისძიებაზე. საიდუმლო სამსახურმა გადახედა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და დააფიქსირა თეთრკანიანი მამაკაცი სამედიცინო ნიღბით, რომელიც ნოემის ჩანთას იპარავს და ტოვებს რესტორანს.
მოპარულ ჩანთაში იყო მართვის მოწმობა, პასპორტი, სამსახურის დოკუმენტი, ბინის გასაღები, მედიკამენტები, კოსმეტიკა, ჩეკის ფორმები და დაახლოებით 3000 დოლარი.
საიდუმლო სამსახურმა დაიწყო გამოძიება, მათ შორის ფინანსური ჩანაწერების შესაძლო გამოყენების კუთხით.