Accentnews.ge
ტრამპის განცხადების გამო, საფონდო ბირჟა დაეცა

ტრამპის განცხადების გამო, საფონდო ბირჟა დაეცა

22/04/2025 12:57:57 მსოფლიო

მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია ამერიკულ საფონდო ბირჟაზე საკმაოდ ნეგატიურად დაიწყო, რადგან ძირითადი ინდექსების (S&P 500, Nasdaq, Dow Jones) შეფასება საშუალოდ 2.5%-ით დაეცა.

მკვეთრ დაღმასვლის მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება სახელდება, რომელმაც აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელს ჯერომ პაუელს წარუმატებელი უწოდა. ტრამპის თქმით, FED-ის ხელმძღვანელი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ზედმეტად აგვიანებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელოვნურად ანელებს და რეცესიის დაწყების რისკებს ზრდის. სწორედ ამიტომ, ტრამპი FED-ისგან მონეტარული პოლიტიკის დაუყოვნებლივ შემსუბუქებას, ან ჯერომ პაუელის განთავისუფლებას მოითხოვს. თავის მხრივ, პაუელი ამბობს, რომ FED-ის სტრატეგია გრძელვადიან ზრდაზე და ეკონომიკურ სტაბილურობაზეა გათვლილი, ამიტომ ფედერალური რეზერვი გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის სურვილების შესაბამისად არ და ვერ მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელ და აღმასრულებელ ორგანოებს შორის დაპირისპირება ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად აისახება, რაზედაც საფონდო ბირჟის ბოლოდროინდელი დინამიკაც მიუთითებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S