
ბოჭორიშვილი: საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება
22/04/2025 09:26:09 კონფლიქტები
"ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენმდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება".
"თქვენ გექნებათ შესაძლებლობა თავად გაემგზავროთ საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთო-ს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. ჩვენ ვაფასებთ ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება",- თქვა ბოჭორიშვილმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021