
ხვალ ლონდონში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართება
22/04/2025 06:03:58 მსოფლიო
ლონდონში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ცნობით, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ხვალ შეიკრიბებიან:
"ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ კირ სტარმერს. კარგი და დეტალური საუბარი იყო. ამ ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები იმუშავებენ ლონდონში. უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და აშშ. ჩვენ მზად ვართ წინსვლისთვის, რაც შეიძლება კონსტრუქციულად, როგორც აქამდე ვაკეთებდით, რომ მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც მოჰყვება რეალური და განგრძობადი მშვიდობა“.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ და ამ აღდგომაზეც გამოჩნდა, რომ რუსეთის მოქმედებები ახანგრძლივებს ომს“.