Accentnews.ge
ზელენსკი: პაპი ფრანცისკე ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის,

ზელენსკი: პაპი ფრანცისკე ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის,

21/04/2025 13:52:19 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.

მისი თქმით, პაპი ფრანცისკე ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის.

"მან ცხოვრება ღმერთს,­ ხალხს და ეკლესიას მიეძღვნა. მან იცოდა, როგორ მიეცა იმედი, როგორ შეემსუბუქებინა ტანჯვა ლოცვით და როგორ შეეწყო ხელი ერთიანობისთვის. იგი ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის. ჩვენ ვგლოვობთ კათოლიკეებთან და ყველა ქრისტიანთან ერთად, ვინც სულიერი მხარდაჭერისთვის პაპ ფრანცისკეს მიმართავდა. მარადიული ხსოვნა!“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

"პაპი 21 აპრილს ვატიკანში, თავის რეზიდენციაში გარდაიცვალა", – ნათქვამია ინფორმაციაში.

1936 წლის 17 დეკემბერს არგენტინაში დაბადებული ფრანცისკე რომის ეკლესიის პირველი სამხრეთამერიკელი მეთაური იყო. იგი 2013 წლის 28 თებერვალს აირჩიეს, რასაც პაპ ბენედიქტ XVI-ის გადადგომა უძღოდა წინ. კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მომავალ მეთაურს, სავარაუდოდ, მაისში აირჩევენ საიდუმლო კენჭისყრაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S