Accentnews.ge
ტრამპი: "იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ"

ტრამპი: "იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ"

21/04/2025 08:01:58 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ. ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში გვიან ღამით დაწერა.

დონალდ ტრამპის თქმით, შეთანხმების შემდეგ ორივე ქვეყანა დაიწყებს დიდ ბიზნესს შეერთებულ შტატებთან და გამდიდრდებიან.

"იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ. ამის შემდეგ ორივე ქვეყანა დაიწყებს დიდი ბიზნესის კეთებას ამერიკასთან, რომელიც მათ გაამდიდრებთ," - წერს ტრამპი.

იგი არ აკონკრეტებს, რას ეფუძნება მისი იმედი.

18 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „კულმინაციას უახლოვდება" და „თუ რაიმე მიზეზით ერთ-ერთი მხარე ძალიან გაართულებს, აშშ განზე გადგება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S