
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
18/04/2025 14:39:15 საზოგადოება
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.
ორი დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.