
ოდესაზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
16/04/2025 06:53:04 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 16 აპრილს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, რამდენიმე მისამართზე სახლებში ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია სასაწყობე შენობებიც.
წინასწარი მონაცემებით, დაშავდა სამი ადამიანი.