
თბილისში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს
15/04/2025 13:05:32 საზოგადოება
იპოვეს თბილისში დაკარგული ორი მოსწავლე. ინფორმაციას ადასტურებენ ოჯახის ახლობლები
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩიქობავას ქუჩაზე, 31 სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ბავშვები გუშინ, 14 აპრილის დაახლოებით 14:00 საათის შემდეგ აღარ უნახავთ. მათ ძებნაში ჩართული იყო პოლიციაც.