Accentnews.ge
ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდს $2.2 მილიარდის დაფინანსება გაუყინა

ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდს $2.2 მილიარდის დაფინანსება გაუყინა

15/04/2025 10:26:54 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის $2.2 მილიარდის ოდენობის დაფინანსებას გაყინავენ მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებამ უარი თქვა მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

14 აპრილს ჰარვარდის პრეზიდენტმა ალან გარბერმა, განაცხადა, რომ უარი განაცხადა ადმინისტრაციის მხრიდან წინა კვირას წამოყენებულ მოთხოვნებზე, რომელიც, მისი თქმით, "მთავრობის მხრიდან ჰარვარდში ინტელექტუალური გარემოს პირდაპირი რეგულირების" მცდელობა იყო.

გარბერის თქმით, პარასკევს ღამით ტრამპის ადმინისტრაციამ "განახლებული და უფრო ვრცელი მოთხოვნათა სია" გაუგზავნა, რომელსაც თან ახლდა გაფრთხილება, რომ დაწესებულება "უნდა დაემორჩილოს" მოთხოვნებს, რათა მთავრობასთან "ფინანსური ურთიერთობა" შეინარჩუნოს.

გარბერმა თქვა, რომ "უნივერსიტეტი არ დათმობს თავის დამოუკიდებლობას და არ იტყვის უარს თავის კონსტიტუციურ უფლებებზე".

"მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ განსაზღვრული ზოგიერთი მოთხოვნის მიზანი ანტისემიტიზმთან ბრძოლაა, მათი უმეტესობა ჰარვარდში მთავრობის მხრიდან ინტელექტუალური გარემოს რეგულაციას წარმოადგენს". - დასძინა მან.

არსებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ წერილში ჰარვარდს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა, მათ შორის უნივერსიტეტის მხრიდან მმართველობის სტრუქტურისა და მიღების პროცესის რეფორმა, კერძოდ, ისეთი საერთაშორისო სტუდენტების მიღებაზე უარის თქმა, რომლებიც "მტრულად არიან განწყობილი ამერიკული ღირებულებების მიმართ. ამასთან, ადმინისტრაცია ჰარვარდისგან ე.წ. DEI პროგრამებისა და პოლიტიკის [Diversity - მრავალფეროვნება, Equity - თანასწორობა, Inclusion - ინკლუზიურობა] შეწყვეტას ითხოვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S