Accentnews.ge
კურსკზე დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან

კურსკზე დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან

15/04/2025 05:46:01 მსოფლიო

კურსკზე დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან.

კურსკის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 15 აპრილს, გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ღამით „მშვიდობიან ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული დარტყმები“ იყო.

"დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ცხრა ადამიანი, სამ ქუჩაზე ხანძრები გაჩნდა რამდენიმე მრავალბინიან სახლში, საიდანაც მობინადრეთა ევაკუაცია გახდა საჭირო. დრონებით დარტყმა იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გარაჟზეც, სადაც 11 ავტომანქანა დაზიანდა", – აცხადებენ შტაბში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, ღამის განმავლობაში რუსეთის ხუთ რეგიონში გაანადგურეს 115 უკრაინული დრონი და მათგან 109 - კურსკის ოლქში.

კურსკის ოლქიდან, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, რუსეთის ჯარები ინტენსიურად უტევენ უკრაინის ტერიტორიას.

13 აპრილს სუმის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 35 და დაიჭრა 120-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. 2024 წლის აგვისტოში უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკში დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია, რომლის მიზნად გამოცხადდა საზღვრისპირა რაიონების დასაცავად უსაფრთხოების ზონის შექმნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S