Accentnews.ge
ზელენსკი: თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი კვლავ განაგრძობენ იმავეს კეთებას, რასაც მიეჩვივნენ

ზელენსკი: თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი კვლავ განაგრძობენ იმავეს კეთებას, რასაც მიეჩვივნენ

15/04/2025 05:03:53 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ "თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი კვლავ განაგრძობენ იმავეს კეთებას, რასაც მიეჩვივნენ". ამის შესახებ მან 14 აპრილის ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის უარს ცეცხლის შეწყვეტაზე აქვს ერთადერთი მიზეზი – "მოსკოვში ახლა არ ეშინიათ".

"უკვე 34-ე დღეა, ნარჩუნდება რუსეთის ღია უარი ცეცხლის შეწყვეტაზე. ახლაც, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო, პუტინი ორიენტირებულია ომის გაგრძელებაზე. რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტები თავიანთ აუდიტორიას ამზადებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები და დიპლომატია შედეგს არ მოიტანს. მიზეზი ერთადერთია - მათ მოსკოვში ახლა არ ეშინიათ. თუკი არ იქნება საკმარისად ძლიერი ზეწოლა რუსეთზე, ისინი კვლავაც განაგრძობენ იმავეს კეთებას, რასაც მიეჩვივნენ - შემდგომშიც იომებენ. ეს უკვე რუსეთის სახელმწიფოებრივი ჩვევაა - მეზობლებთან ბრძოლა, სიძულვილის ექსპორტი და სიცოცხლის მოსპობა. ყველას გვინდა, რომ ეს შეწყდეს. მშვიდობა საჭიროა და ის უნდა იყოს განგრძობადი. [...] ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ სწრაფი მშვიდობისთვის - უკრაინას არცერთი წამით არ უნდოდა ეს ომი და უკრაინა ყოველდღე იცავს სიცოცხლეს", – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტს სჯერა, რომ ომი მხოლოდ რუსეთის მშვიდობისკენ იძულებით შეიძლება დასრულდეს:

"მსოფლიომ იცის სიმართლე - რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე. როცა ომი დასრულდება, მსოფლიოს აბსოლუტურად ზუსტად ეცოდინება - ეს მოხდა იმის გამო, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი, აიძულეს მშვიდობას დათანხმებოდა, აგრესორი, რომელიც უკრაინის მიწაზე მოვიდა 2014 წელს, თერთმეტი წლის წინ. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ამას წლები არ დასჭირდეს".

ორშაბათს სუმიში გრძელდებოდა 13 აპრილის ბალისტიკური დარტყმის შედეგად დაჭრილებისა და დაღუპულების ნანგრევებში ძებნა.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დაღუპულია ოცდათხუთმეტი ადამიანი, ასცხრამეტი დაიჭრა. ორმოცამდე ადამიანი საავადმყოფოებში რჩება, მათ შორის - ბავშვებიც. თერთმეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S