Accentnews.ge
ლავროვმა NATO-ს ლიკვიდაცია მოითხოვა

ლავროვმა NATO-ს ლიკვიდაცია მოითხოვა

14/04/2025 17:36:09 მსოფლიო

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ნატო) სსრკ-ს დაშლის შემდეგ აზრი დაკარგა და „უნდა დაშლილიყო“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისი აზრით, აღმოსავლეთის ბლოკის დაშლამ გამოიწვია წინა პოლიტიკური სისტემის დანგრევა და იმ საფრთხის გაქრობა, რომელსაც ალიანსი უპირისპირდებოდა. ამასთან დაკავშირებით, ნატო მაშინ უნდა დაშლილიყო, მაგრამ ის არა თუ მხოლოდ დარჩა, არამედ გამოაცხადა თავი ერთადერთ ორგანიზაციად, რომელსაც შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, - აღნიშნა ლავროვმა.

მინისტრმა ამას „ჩავარდნილი“ სტრატეგია უწოდა და თქვა, რომ ბლოკის დაშლის საკითხი კვლავ აქტუალურია. მისი თქმით, ნატო, ისევე როგორც სხვა "ევროატლანტიკური სტრუქტურა" - ეუთო - "ჩავარდა" - ვერ შეძლო "უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერება".

ლავროვის განცხადებით, ალიანსით „მანიპულირება მოხდა მათ მიერ, ვისაც არ სურდათ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სარგებლის გაზიარება“.

”რასაც მათ მიაღწიეს, არის დაძაბულობის გაღვივება და ევროპის, მათ შორის გერმანიის, ხელახალი მილიტარიზაცია… ემ ევროატლანტიკური საზოგადოება ორიენტირებულია ახალი ომისთვის მზადებაზე. გერმანია საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად ხელმძღვანელობს ამ პროცესს“, - განაცხადა იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ომს აწარმოებს მეზობელ უკრაინაში, ასევე ოკუპირებული აქვს კიდევ ერთი მეზობლის - საქართველოს ტერიტორიები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S