Accentnews.ge
რუსული ტანკერის დაკავების შემდეგ ესტონელ სამხედროებს ნება დართეს, იმოქმედონ საეჭვო უცხოური გემების წინააღმდეგ

რუსული ტანკერის დაკავების შემდეგ ესტონელ სამხედროებს ნება დართეს, იმოქმედონ საეჭვო უცხოური გემების წინააღმდეგ

14/04/2025 17:12:53 ევროპა

14 აპრილს ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა დაამტკიცა ცვლილებები თავდაცვის ძალების ორგანიზაციისა და ეკონომიკური ზონის შესახებ კანონებში, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის საზღვაო ზონაში ნაოსნობის უსაფრთხოების განმტკიცებას. მანამდე ცვლილებებს მხარი ქვეყნის პარლამენტმა დაუჭირა.

ამ ცვლილებებით სამხედროებს უფლება ეძლევათ, უპასუხონ ესტონეთის საზღვაო ზონაში ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საფრთხეებს, რაც უზრუნველყოფს სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებას ეროვნული თავდაცვის ობიექტების, პორტების და სხვა სტრუქტურებისა თუ აღჭურვილობის.

ამჟამად ესტონეთის თავდაცვის ძალების ამოცანები უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო საზღვრის დაცვას უკავშირდება. ამასთან, მათ წინასწარ დაადასტურეს მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში მიიღონ უფრო გადამწყვეტი ზომები.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერი დააკავეს ესტონეთის ტერიტორიულ წყლებში. ესტონეთის სატრანსპორტო ორგანოებმა მას 40-მდე დარღვევა დაუდგინეს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტანკერის დაკავება ადასტურებს, რომ მოკავშირე ქვეყნების კოორდინირებული ნაბიჯები ბალტიის ზღვაში მუშაობს და ასევე იცავს გარემოს და ზღვაზე უსაფრთხოებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S