
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას £752 მილიონი გამოუყო
14/04/2025 16:21:05 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და არტილერიის შესაძენად 752 მილიონი ფუნტი სტერლინგი (990 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყო, როგორც 50 მილიარდი დოლარის საერთაშორისო სასესხო პროგრამის ნაწილი, რომელიც ანაზღაურდება გაყინული რუსული აქტივებით,- იტყობინება Reuters.
"მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება, გლობალური არასტაბილურობით, მათ შორის უკრაინაში რუსული აგრესიით, გარდაიქმნება," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რეიჩელ რივზმა.
2024 წლის ოქტომბერში "დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნები უკრაინას თანხებს ფორმალურად სესხის სახით გამოუყოფენ, თუმცა კრედიტის დაფარვა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით მოხდება.
ორშაბათის გადახდა სამი ტრანშიდან მეორეა, საერთო ჯამში 2,26 მილიარდი ფუნტი. პირველი გადახდა 6 მარტს განხორციელდა, მესამე კი მომავალ წელს გაიცემა.