Accentnews.ge
რუსეთის ელჩი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთის ელჩი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

14/04/2025 15:27:34 მსოფლიო

ორშაბათს რუსეთის ელჩი ბიშკეკში სერგეი ვაკუნოვი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მოსკოვში, "ბოდროსტის" აბანოების კომპლექსში მასობრივ დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რუსულ მხარეს გადაეცა ოფიციალური ნოტა მოთხოვნით, მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული ოპერაციის საფუძვლების, ასევე მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენების შესახებ თაობაზე და იმ შემთხვევაში, თუ ძალის გამოყენება გაუმართლებელია, მიიღონ შესაბამისი ზომები. „გამოითქვა თხოვნა ქმედითი ზომების მიღებაზე ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების უფლებების დასაცავად და მომავალში მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსულმა პოლიციამ რეიდი 10 აპრილის საღამოს ჩაატარა კომპლექსში, რომელსაც ძირითადად ყირგიზეთიდან ჩასული მიგრანტები სტუმრობდნენ.

„ვერც კი ვხედავდით, ვინ გვირტყამდა. თავის აწევის უფლებაც კი არ მოგვცეს. თან ჰქონდათ ხელკეტები და ელექტროშოკერები. ყველანი სამზარეულოში შეგვკრიბეს. გამოყვეს ძლიერი მამაკაცები, გამხდრები და სუსტები ოთახში დატოვეს. წვერიანები სხვა ოთახში შეიყვანეს. ერთ-ერთი ბიჭი ნახევრად იქვე გაპარსეს. როდესაც წინააღმდეგობა გასწია, სახეში ურტყეს. ვერ ვიგებდით რატომ გვცემდნენ, დოკუმენტები არც კი მოუთხოვიათ", - უამბო რადიო Azattyk-ს აბანოს ერთ-ერთმა სტუმარმა.

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეო.

რეიდის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, დააკავეს 24 ადამიანი, რომელთაგან ზოგიერთს ფულადი ჯარიმა დაეკისრა საიმიგრაციო კანონების სავარაუდო დარღვევისთვის. ოთხი მათგანი, როგორც ორშაბათს გახდა ცნობილი, დეპორტირებულ იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S