
რუსეთმა ოდესაზე და ხარკოვზე დრონებით მორიგი შეტევა მიიტანა, დაზიანდა საავადმყოფო
14/04/2025 05:50:09 მსოფლიო
13 აპრილს, ღამით რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა.
ინფორმაცია შედეგების შესახებ 14 აპრილს, შუაღამის შემდეგ ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა.
მერის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს შენობა, მათ შორის საოპერაციო. ტრუხანოვის თქმით, პაციენტები არ დაშავებულან. სამედიცინო დაწესებულების გარდა, დაზიანებულია სახლები და ავტომაგისტრალი. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 5 ადამიანი.
14 აპრილს დრონებით შეტევა იყო ხარკოვზეც. ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ხარკოვის სალტოვის რაიონში მდებარე საწარმო, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
მერის ინფორმაციით, რუსული დრონი მოხვდა საწყობებს, სადაც სურსათი ინახებოდა. დაზანებულია ახლომდებარე კერძო სახლებიც. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.