
ზელენსკის თქმით, რუსეთის მხარეს, ჩინეთის, სულ მცირე, "რამდენიმე ასეული" მოქალაქე იბრძვის
11/04/2025 18:51:34 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ „ჩინეთის მინიმუმ რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში“, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას, მათ შორის ჩინელების სიცოცხლის ხარჯზე. ამის შესახებ მან 11 აპრილს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 27-ე შეხვედრაზე განაცხადა.
"ამ დროისთვის გვაქვს ინფორმაცია, რომ მინიმუმ რამდენიმე ასეული ჩინეთის მოქალაქე იბრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს ომის გაგრძელებას, თუნდაც ჩინელების სიცოცხლის ფასად. პუტინს არ ჰყავდა საკმარისი ჯარისკაცები ჩრდილოეთ კორეიდან. ახლა ის ცდილობს ანაზღაუროს დანაკარგები სხვა ერის - ჩინელების მოზიდვით. რამდენ ხანს შეუძლია მას ამის გაგრძელება? ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ასეთი კითხვები არ ეხებოდეს მოსკოვის არჩევანს, არამედ ჩვენს ერთობლივ ზეწოლას მოსკოვზე, რადგან ეს ერთადერთი გზაა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ 9 პარილს თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის მხარეს ჩინეთის 155 მოქალაქე იბრძოდა. ამასთან, ამ კვირის დასაწყისში კიევმა დონეცკის ოლქში რუსეთის მხარეს მებრძოლი 2 ჩინელის დაკავების შესახებ განაცხადა.