
უკრაინის პრეზიდენტმა რუს პროპაგანდისტებს სანქციები დაუწესა
11/04/2025 18:30:39 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის პროპაგანდისტებს ახალი სანქციები დაუწესა.
სასანქციო სიაში მოხვდა 18 მედიასაშუალება და 71 ადამიანი - მათ შორის არის პროპაგანდისტული Россия 1-ის კორესპონდენტი ალექსანდრ სლადკოვი, ჟურნალისტი არინა შარაპოვა, მუსიკალური პროდიუსერი იური ბარდაში.
გარდა ამისა, ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსულ ჩრდილოვან ფლოტს და იმ პირებს, რომლებიც მის ფუნქციონირებასთან არიან კავშირში.
გადაწვეტილების თანახმად, ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ პირებს გაეყინებათ აქტივები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზეა, გარდა ამისა, ვერ გაიტანენ იმ კაპიტალს, რომელიც ასევე უკრაინის ტერიტორიაზეა.