
ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
11/04/2025 06:30:52 მსოფლიო
ნიუ-იორკში, ჰუდსონის მდინარეში ტურისტების ოჯახის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, - იუწყება BBC
კატასტროფა, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია, 10 აპრილს მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, ვერტმფრენში იმყოფებოდნენ პილოტი და ხუთი მგზავრი, მათ შორის სამი ბავშვი. მგზავრები ესპანეთიდან ჩასული ტურისტები, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.
CNN-ის წყაროთა ინფორმაციით, კატასტროფას ემსხვერპლნენ კომპანია Siemens-ის ესპანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აგუსტინ ესკობარი და მისი ოჯახის წევრები.
ვერტმფრენი ეკუთვნოდა ფირმა New York Helicopters-ს, რომელიც ტურისტებისთვის ნიუ-იორკის თავზე ფრენებს აწყობს.