Accentnews.ge
პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა

პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა

11/04/2025 06:28:27 მსოფლიო

სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა.

ვიზიტი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა და როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph იტყობინება, ეს ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრინცმა უკრაინა დატოვა.

გამოცემის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი ჰარი უკრაინის ქალაქ ლვოვში ესტუმრა ცენტრს "Superhumans", სადაც რუსეთთან ომში დაჭრილი სამხედროები რეაბილიტაციას გადიან.

BBC-ს ცნობით, პრინცი ჰარი ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა თავისი საქველმოქმედო ფონდის "Invictus Games" მიერ ორგანიზებული სპორტული თამაშების მონაწილე ოთხი ვეტერანის თანხლებით.

ფონდის მიზანია მსოფლიოში დაშავებული სამხედროების რეაბილიტაცია სპორტში მათი ჩართვის გზით.

თავად პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთის არმიაში ათი წლის განმავლობაში მსახურობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S