
ბრიტანეთი და ნორვეგია უკრაინას დამატებით 450 მლნ გირვანქა სტერლინგის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევენ
11/04/2025 06:17:50 მსოფლიო
ბრიტანეთი და ნორვეგია უკრაინას დამატებით 450 მლნ გირვანქა სტერლინგის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევენ.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ თანხიდან 350 მილიონს ბრიტანეთი, ხოლო 100 მილიონს ნორვეგია გასცემენ.
მისივე ცნობით, თანხა განკუთვნილია დრონების, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების და რადარების წარმოებისა და ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის რემონტისა და სხვა საჭიროებებისთვის.