Accentnews.ge
სომხეთთან მატჩის შემდეგ ინციდენტის გამო, ფედერაცია 40 000 ევროთი დაჯარიმდა

სომხეთთან მატჩის შემდეგ ინციდენტის გამო, ფედერაცია 40 000 ევროთი დაჯარიმდა

09/04/2025 18:01:14 საზოგადოება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, უეფას გადაწყვეტილებით, "გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათების, პიროტექნიკის გამოყენებისა და გასასვლელების ბლოკირებისთვის", ფედერაცია 40 000 ევროთი დაჯარიმდა, ერთა ლიგის შემდეგ სეზონში კი საქართველოს ნაკრები ერთ საშინაო მატჩს მაყურებლების გარეშე გამართავს.

"აღნიშნული სასჯელი ეხება იმ გათამაშებებს, რომელზეც უეფას სადისციპლინო კომპეტენცია ვრცელდება. შესაბამისად, სასჯელი არ ვრცელდება ამხანაგურ მატჩებსა და 2025 წლის შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს.

უეფას გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს." - წერს ფედერაცია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S