Accentnews.ge
9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ფიცი დადეს

9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ფიცი დადეს

09/04/2025 03:04:27 საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

პარაკლისი სიმბოლურად 04:00 საათზე დაიწყო.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა გმირთა მემორიალი ტიტებით შეამკეს.

პარაკლისის შემდეგ მოქალაქეებმა ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ფიცი იქნება გამაერთიანებელი და პროტესტი უფრო გამყარდება.

“დღეს 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, სადაც 36 წლის წინ ჩვენი შენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ. საქართველოს თავისუფლებისათვის. მათი წამებული სულების წინაშე, რომლებიც დაგვცქერიან დღეს ჩვენ ვფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, სინდისის პატიმრებს.

არ მივატოვებთ სიმართლისათვის დევნილებს.

სიტყვით და საქმით სიყვარულით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს.

მხარში ამოვუდგებით ერთმანეთს. ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისათვის

დაე, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ დიდ ბრძოლაში”,- ნათქვამია ფიცის ტექსტში.

მოქალაქეების ნაწილმა ღამე საქართველოს პარლამენტთან გაათენა. ისინი ადგილზე ამ დრომდე რჩებიან. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S