
ომბუდსმენის აპარატი: 7 აპრილის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირიდან 2–მა, მათ შორის პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების შესახებ განაცხადა
08/04/2025 07:33:33 საზოგადოება
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 7 აპრილს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი მოინახულეს.
„ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.
სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე - 148“, - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021