
რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტები კვლავ დააკავეს
07/04/2025 20:38:39 პოლიტიკა, სამართალი
7 აპრილს, საღამოს უწყვეტის პროტესტის 131-ე დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კვლავ დააკავეს აქციის მონაწილეები. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ–ჯერობით უცნობია.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც სისხლი ჩანს. "ფეისბუქის" მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ პოლიციამ დაკავებისას დემონსტრანტზე სავარაუდოდ, იძალადა.
მოგვიანებით, შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ახალგაზრდა კაცს მიუსაფარმა ძაღლმა ფეხის არეში უკბინა, რის გამოც მას ძლიერი სისხლდენა განუვითარდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება, არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.
რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა.
აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია" , - აღნიშნავენ უწყებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021