Accentnews.ge
შსს: "დავაკავეთ რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში გამართული აქციის მიმდინარეობისას პოლიციის მანქანა დააზიანა"

შსს: "დავაკავეთ რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში გამართული აქციის მიმდინარეობისას პოლიციის მანქანა დააზიანა"

31/03/2025 06:55:10 სამართალი

პოლიციამ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ცნობით, იგი რუსეთის მოქალაქეა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, მიმდინარე წლის 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და იგი თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზაინებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S