Accentnews.ge
ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ ხაზარაძე და ჯაფარიძე დაიბარა

ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ ხაზარაძე და ჯაფარიძე დაიბარა

24/03/2025 15:00:29 პოლიტიკა

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა საპარლამენტო საგამოძიები კომისიამ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა. სხდომა 25 მარტს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე ეხება შპს მაგნატის საქმის განხილვას.

"სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონი ჯემალ ლეონიძე (შპს „მაგნატის“ მესაკუთრე), მისი ადვოკატი ბატონი როინ მიგრიაული, ბატონები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე" - წერია კომისიის განცხადებაში.

ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს კომისიაზე მისვლასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S