Accentnews.ge
დემნა გვასალია Gucci-ის კრეატიული დირექტორი გახდა

დემნა გვასალია Gucci-ის კრეატიული დირექტორი გახდა

13/03/2025 17:54:37 საზოგადოება

დიზაინერი დემნა გვასალია Gucci-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინსტაგრამზე" დიზაინერის ოფიციალური გვერდი "demnagram"-ი ავრცელებს.

„ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შევიტანო სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მოუთმენლად ველი, რომ სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო“, - ნათქვამია დემნა გვასალიას განცხადებაში.

დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია 2015 წლიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S