Accentnews.ge
The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან უნგრეთში გადაყვანას განიხილავს

The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან უნგრეთში გადაყვანას განიხილავს

08/03/2025 14:12:39 ევროპა, მსოფლიო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან უნგრეთში გადაყვანას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph თეთრ სახლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გერმანიიდან დაახლოებით 35 000 ამერიკელი ჯარისკაცის გადაყვანას განიხილავს.

„ტრამპი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ისინი [ევროპა], როგორც ჩანს, კვლავ ომის გაგრძელებას მოითხოვენ“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ბრაიან ჰიუზმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული განცხადების გაკეთება მოსალოდნელი არ არის.

„აშშ-ის არმია ჯარისკაცების მთელ მსოფლიოში გადაჯგუფებას ყოველთვის განიხილავს, რათა ჩვენს ინტერესების წინაშე არსებულ საფრთხეებს საუკეთესოდ ვუპასუხოთ“, - განაცხადა ჰიუზმა.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს ფარგლებს გარეთ 160 000 ამერიკელი სამხედროა განლაგებული, მათი დიდი ნაწილი კი გერმანიაშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S