
ლავროვი: რუსეთი უკრაინაში NATO-ს სამხედრო კონტინგენტის განლაგებას არ მოითმენს
06/03/2025 11:20:42 მსოფლიო
რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში NATO-ს სამხედრო კონტინგენტის განლაგებას არ მოითმენს.
ლავროვის შეფასებით, რუსეთი NATO-ს სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილავს, როგორც განიხილავდა NATO-ს პოტენციურ განლაგებას უკრაინაში.
ლავროვის თქმით, "ეს უკვე აღარ იქნება ვითომდა ჰიბრიდული მონაწილეობა, არამედ ომში NATO-ს ქვეყნების რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი, ოფიციალური და დაუფარავი ჩართვა".
"ეს დაუშვებელია",- დასძინა ლავროვმა.
მან ასევე თქვა, რომ მოსკოვი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის "ბირთვულ რიტორიკას" რუსეთისთვის მუქარად განიხილავს.
"თუ ის საფრთხედ მიგვიჩნევს, იწვევს ევროპული ქვეყნების და ბრიტანეთის გენერალური შტაბების უფროსების შეხვედრას, აცხადებს, რომ საჭიროა ბირთვული იარაღის გამოყენება და ემზადება მისი რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მუქარაა" - ციტირებს რუსული მედია რუსი მინისტრის სიტყვებს.
ლავროვმა დასძინა, რომ საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერებმა „გადალახეს წესიერების ყველა ზღვარი უკრაინის საკითხში“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021